EN

ენერგეტიკოსების პროტესტი

left arrow

2002

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2002 წლის 24 სექტემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები, პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ხელისუფლებამ სტრატეგიული ენერგოობიექტების გასხვისება გადაწყვიტა, გარდა ამისა, ენერგეტიკოსები 13 თვიანი სახელფასო დავალიანებას ვერ იღებდნენ.

ორგანიზატორი

ენერგეტიკოსთა საზოგადოების ლიდერი მირონ ფირცხელანი

მთავარი მოთხოვნა

ხელისუფლებას სტრატეგიული ენერგოობიექტები არ გაესხვისებინა, ტარიფები შემცირებულიყო და ენერგეტიკოსებს 13 თვიანი სახელფასო დავალიანება მიეღოთ

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

აქციის მონაწილეები სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, თუმცა მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობა ვერ მიიღეს

2002 წლის 24 სექტემბერს ენერგეტიკოსები სახელმწიფო კანცელარიის წინ შეიკრიბნენ, ისინი ითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას სტრატეგიული ენერგოობიექტები არ გაესხვისებინა, ტარიფები შემცირებულიყო და ენერგეტიკოსებს 13-თვიანი სახელფასო დავალიანება მიეღოთ. აქციის მონაწილეთა სამკაციანი ჯგუფი ენერგეტიკოსთა საზოგადოების ლიდერის მირონ ფირცხელანის ხელმძღვანელობით სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, მამუკა ნიკოლეიშვილს შეხვდა. ფირცხელანი დღეს სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ საპროტესტო აქციას ხელმძღვანელობდა.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შეეცადა დაერწმუნებინა ისინი, რომ ქვეყანას სხვა გამოსავალი არა აქვს, თუ არა ობიექტების გასხვისება და თუ ენერგეტიკოსებს ეს გაუმართლებლად მიაჩნიათ, შეუძლიათ შეიმუშაონ ენერგეტიკული განვითარების ალტერნატიული კონცეფცია და წარუდგინონ მთავრობას. 

აქციას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. როგორც ფირცხელანმა “მედია-ნიუსს” განუცხადა, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ენერგეტიკოსები საზოგადოებას რამდენიმე დღეში ამცნობენ.

Media

გაზეთი "ახალი თაობა", 2002 წელი

გაზეთი "ახალი თაობა", 2002 წელი