EN

დევნილების პიკეტი უშუქობის გამო

left arrow

1998

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1998 წლის 16 დეკემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

პიკეტი

პროტესტის მიზეზი

ელექტროენერგია დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 3 საათით მიეწოდებოდათ

ორგანიზატორი

სმენადაქვეითებულთა ინტერნატში შესახლებული დევნილები

მთავარი მოთხოვნა

ელექტროენერგიის მიწოდება

პროტესტის ადრესატი

ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანია თელასი

პროტესტის შედეგი

მოპიკეტეებთან თელასის უფროსი ბეჟან ხუციშვილი მივიდა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდა.

თბილისში, დელისის ქუჩაზე სმენადაქვეითებულთა ინტერნატში შესახლებულმა დევნილებმა 1998 წლის 16 დეკემბერს ვაჟა-ფშაველას გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ელექტროენერგიის მიწოდებას იმ თანხის შესაბამისად, რასაც სახელმწიფო უკავებდა. თითოეულ დევნილს ყოველ თვეში ექვითებოდა 2 ლარი, შესაბამისად მათი შენობიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანია “თელასში” ყოველთვიურად 1500 ლარი შედიოდა, ელექტროენერგია კი დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 3 საათით მიეწოდებოდათ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ახლოს მდებარე საქგაზტრანსმრეწვის შენობაზე გადართვას, სადაც ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში ჰქონდათ. საპროტესტო აქცია სამი საათის შემდეგ დაიშალა, როცა თელასის უფროსი ბეჟან ხუციშვილი მივიდა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდა. 

Media

ამონარიდი გაზეთიდან

ამონარიდი გაზეთიდან

გაზეთი "დრონი", 1998 წელი