EN

ბორჯომის თანამშრომლების გაფიცვა

left arrow

2022

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2022 წლის 29 აპრილი-21 ივნისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის მიზეზი

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო 2022 წლის 29 აპრილიდან „ბორჯომის“ ქარხანამ მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები დაითხოვა

პროტესტის ფორმა

აქცია

ორგანიზატორი

“ბორჯომის” თანამშრომლები

მთავარი მოთხოვნა

  • უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა;
  • ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება;
  • ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა;
  • კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.

პროტესტის ადრესატი

IDS Borjomi საქართველოს მენეჯმენტი

პროტესტის შედეგი

სამი და ექვსი თვით დასაქმებულები გადავიდნენ უვადო ხელშეკრულებებზე. 2-3 თვის გათავისუფლებული 50 ადამიანიდან ყველა დაბრუნდა სამსახურში. თუმცა, ვისაც აღარ სურდა მუშაობა, მიიღეს 6-თვიანი კომპენსაციები.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო 2022 წლის 29 აპრილიდან „ბორჯომის“ ორივე ჩამომსხმელმა ქარხანამ  დროებით შეაჩერა მუშაობა.

ქარხნებიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო. კომპანიამ, შექმნილი კრიზისის არგუმენტით, მათ ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები შესთავაზა, რაზე ხელმოწერასაც თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ პირობით აპირებდა, თუ გარანტიებს მიიღებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის აღდგენის შემდეგ, ძველ ხელშეკრულებებს დაუბრუნდებოდნენ.

19 მაისს „IDS​ ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას შესთავაზა წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა. უშედეგოდ დასრულებული მედიაციის პროცესის შემდეგ, 31 მაისს დაიწყო ​ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვა.

დასაქმებულებს შემდეგი მოთხოვნები ჰქონდათ:

  • უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა;
  • ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება;
  • ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა;
  • კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.

გაფიცულებმა 6 ივნისის დილიდან ქარხნების ყველა შესასვლელის პიკეტირება დაიწყეს, რათა სადისტრიბუციო ავტომობილები  საწარმოების ტერიტორიაზე არ შეეშვათ. პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვება რამდენჯერმე მოსთხოვა, თუმცა გაფიცულები არ იშლებოდნენ. 

13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ IDS Borjomi International-მა“ საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცა. გარიგების შედეგად, რუსმა ოლიგარქმა, მიხაილ ფრიდმანმა, რომელიც საერთაშორისო სანქციების სამიზნე აღმოჩნდა, კომპანიაში წილების საკონტროლო პაკეტი დაკარგა.

„IDS Borjomi საქართველოს“ დირექტორმა, მერაბ ახმეტელმა განაცხადა, რომ ბოლო დროს, აქციონერთა სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, „კომპანიას უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცა, რომ მეტად გაეზიარებინა დასაქმებულების პოზიცია. 

მედიაციის პროცესი საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.  “სამი და ექვსი თვით დასაქმებულები გადავიდნენ უვადო ხელშეკრულებებზე, რასაც ვითხოვდით. 2-3 თვის გათავისუფლებული 50 ადამიანიდან ყველა დაბრუნდა სამსახურში. თუმცა, ვისაც აღარ სურდა მუშაობა, მიიღეს 6-თვიანი კომპენსაციები“, – განუცხადა მან „ნეტგაზეთს“ პროფესიული კავშირის „ლაბორის“ წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ, რომელიც მედიაციის პროცესში „ბორჯომის“ 400-მდე გაფიცული თანამშრომლის ინტერესებს წარმოადგენდა. მისი თქმით, დამსაქმებლებმაც „დათმეს ბევრი“ და დასაქმებულებმაც.

2022 წლის 21 ივნისს ბორჯომის თანამშრომლების გაფიცვა შეწყდა.

Media

"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები, 2022 წელი

"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები, 2022 წელი

ფოტო: გიორგი დიასამიძის ფეისბუქ გვერდიდან