EN

“ბათუმელების” ჟურნალისტის დაშანტაჟების წინააღმდეგ

left arrow

2009

right arrow
Toggle details

Protest Date

2009 წლის 1 დეკემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

მედია

პროტესტის მიზეზი

“ბათუმელების” ჟურნალისტი თედო ჯორბენაძე შსს-ს წარმომადგენელმა დააშანტაჟა.

პროტესტის ფორმები

აქცია

მთავარი მოთხოვნა

ჟურნალისტზე შანტაჟის გამოძიება.

პროტესტის ადრესატი

საქართველოს პროკურატურა

ტრანსპარანტები

“იდევნება თავისუფალი პრესა”, We support Batumelebi, “თავისუფლება მედია” 

პროტესტის შედეგი

ჟურნალისტის შანტაჟის საქმე არ გამოძიებულა

ბათუმში ბაზირებულმა გაზეთმა “ბათუმელებმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ვინმე “დავითი” მათ ჟურნალისტს თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა და აიძულებდა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას.   პოლიციელი ჟურნალისტს ემუქრებოდა, თუ არ დათანხმდებოდა შეთავაზებას, სამართალდამცავები გაავრცელებდნენ დამონტაჟებულ, ფოტომასალას, რომელზეც თედო ჯორბენაძე შიშველ მამაკაცებთან ერთად იქნებოდა აღბეჭდილი. “ბათუმელები” არაერთი ჯილდოს მფლობელი მაღალპროფესიული გამოცემა იყო და ხელისუფლებისადმი კრიტიკული მასალებით გამოირჩეოდა.

თედო ჯორბენაძემ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას მიმართა “ბათუმელებმა” საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა მხარდაჭერა, რადგან როგორც 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ  მიმართვაში წერდნენ, ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტია აღარ ჰქონდათ. მსგავსი ტაქტიკა მოგვაგონებს საბჭოთა პერიოდის უშიშროების სამსახურს, რომელსაც არ აქვს ადგილი თანამედროვე დემოკრატიაში”, – ნათქვამი იყო წერილში. 

მეორე დღეს, 2009 წლის 1 დეკემბერს აქცია სოციალური ქსელი “ფეისბუქის” მეშვეობით დაიგეგმა. თბილისის კინოფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კინოთეატრ “ამირანში” შეიკრიბნენ ჟურნალისტები, ხელოვანები, ბლოგერები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები “ბათუმელების” მხარდასაჭერად. ისინი მომხდარის გამოძიებას და იმ პირის დასჯას ითხოვდნენ, რომელმაც ჟურნალისტის შანტაჟი სცადა. “იდევნება თავისუფალი პრესა”, We support Batumelebi, “თავისუფლება მედია” – ეწერათ ტრანსპარანტებზე.

საქმე არ გამოძიებულა. ეს პირი ერთი წლის შემდეგ თავად “ბათუმელებმა” იპოვა. ის შსს-ს თანამშრომელი დავით დევნოზაშვილი აღმოჩნდა. მასთან სახლში პირადად მზია ამაღლობელი, “ბათუმელების” დირექტორი მივიდა და მისგან მიიღო დასტური, რომ ნამდვილად მუშაობდა ბათუმში 2009 წელს.

2012 წელს ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ განაცხადა, რომ 2011 წელს, როდესაც ის სხვა სამ ფოტოგრაფთან ერთად დაიჭირეს, რასაც მედიის პროტესტი მოჰყვა, სწორედ ამ დავით დევნოზაშვილმა აიძულა ეღიარებინა თითქოს ჯაშუში იყო. იგივე დაადასტურა “ფოტოგრაფების საქმის” კიდევ ერთმა ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ. 

2013 წელს “ბათუმელებმა” კიდევ ერთი პირი ზაზა გუჯაბიძე იპოვა, გამოცემის მტკიცებით, დევნოზაშვილთან ერთად ისიც მონაწილეობდა ჟურნალისტზე შანტაჟის საქმეში.

2012 წელს ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ პროკურატურა ამ საქმეების გამოძიებას არ ჩქარობდა. დავით დევნოზაშვილს მხოლოდ 2016 წელს დააკავეს. თედო ჯორბენაძის საქმეს კი გრიფი “საიდუმლო” დაადეს. “ფოტოგრაფების საქმეზე” დავით დევნოზაშვილს 4.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თედო ჯორბენაძის საქმის დასასრულის შესახებ კი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

Media

აქციის მონაწილეები კინოთეატრ "ამირანში"

აქციის მონაწილეები კინოთეატრ "ამირანში"

2009 წლის 1 დეკემბერი. ფოტო: ზურა ბალანჩივაძე

აქცია ჟურნალისტზე შანტაჟის წინააღმდეგ

აქცია ჟურნალისტზე შანტაჟის წინააღმდეგ

2009 წლის 1 დეკემბერი. ფოტო: ზურა ბალანჩივაძე

"ბათუმელების" მხარდასაჭერი აქცია

"ბათუმელების" მხარდასაჭერი აქცია

2009 წლის 1 დეკემბერი. ფოტო: ზურა ბალანჩივაძე