EN

აქციები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

left arrow

2014

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2014 წლის 25 ნოემბერი

გავრცელების არეალი

ეროვნული

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

2014 წელს 24 ქალი მოკლეს.

ორგანიზატორი

ქალთა მოძრაობა

მთავარი მოთხოვნა

ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ტრანსპარანტები

“ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!” “სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ქალი ძალადობისგან”

ვიზუალური ელემენტები

აქციის მონაწილეებმა სპეციალურად გაშლილ ბანერზე საღებავებით საკუთარი ხელის ანაბეჭდი დატოვეს

პროტესტის შედეგი

კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია

„ქალზე ძალადობა დანაშაულია“ – სწორედ ამ ლოზუნგმა გააერთიანა ხალხი 2014 წლის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს. თბილისსა და საქართველოს კიდევ 22 ქალაქში გაიმართა აქციები. 2014 წელს 24 ქალი მოკლეს. გახშირებული იყო ოჯახში ძალადობის ფაქტები. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, “ქალთა მოძრაობის” ინიციატივით, ძალადობის გასაპროტესტებლად ასეულობით ადამიანი შეიკრიბა.  აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მონაწილეებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, სადაც გაწერილი იყო ნაბიჯები, რაც ხელისუფლებას ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად უნდა გადაედგა. აქციის მონაწილეებმა სპეციალურად გაშლილ ბანერზე საღებავებით საკუთარი ხელის ანაბეჭდი დატოვეს.

Media

აქციის მონაწილეები პარლამენტთან თბილისში

აქციის მონაწილეები პარლამენტთან თბილისში

2014 წლის 25 ნოემბერი, ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

აქტივისტები თბილისში

აქტივისტები თბილისში

2014 წლის 25 ნოემბერი, ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

აქცია ქუთაისში

აქცია ქუთაისში

2014 წლის 25 ნოემბერი, ფოტო: რადიო თავისუფლება