2018 წლის 9 ნოემბერი – 10 დეკემბერი
რეგიონი
პოლიტიკა
აქცია
საოკუპაციო ძალებმა საზღვრის აღმნიშვნელი ძელები ჩაარჭვეს
სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ და პოლიტიკურ მოძრაობა „გირჩი“
შეწყდეს ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი
“საოკუპაციო ძალები, საქართველოს ხელისუფლება
რუსეთი ოკუპანტია
შეჩერდა ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი
2018 წლის 6 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ახალი ბოძები დაამონტაჟეს და ე.წ. საზღვარი გაავლეს. ეს ფაქტი 10 ნოემბერს სამოქალაქო მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“ და პოლიტიკურმა მოძრაობა „გირჩმა“ ერთად აპროტესტებდნენ. აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ მობილიზებულნი.
“გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს ჰქონდეს საერთაშორისო გამოხმაურება, ამიტომაც მისი მოწოდების შემდეგ, ფილმ “მამაცი გულის” ერთი ცნობილი სცენის მსგავსად, რიგში განლაგდნენ, შარვლები ჩაიხადეს და რუს ოკუპანტებს საჯდომები აჩვენეს.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს და ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა ჩართეს. “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა ამბობდა, რომ 24-საათიანი პატრულირება დააწესეს, რათა ოკუპანტებს საზღვარი კიდევ არ გადმოეწიათ.
9 დეკემბერს ადგილობრივმა პოლიციელებმა დავით ქაცარავას საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებულ ძელებთან ახლოს გამართული ტენტის დაშლა და 30 მეტრით უკან გადატანა მოსთხოვეს. ამ ტენტზე აღმართული იყო საქართველოს ეროვნული დროშები. დავით ქაცარავამ უარი თქვა პოლიციელთა მოთხოვნის შესრულებაზე და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის მთავრობის დაკვეთას ასრულებს მაშინ, როცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ტენტის გადაწევას მოითხოვს. დავით ქაცარავამ უარი თქვა ტენტის დაშლაზე და განაცხადა, რომ ყველას გაუწევს წინააღმდეგობას, ვინც ამის გაკეთებას შეეცდება.მოგვიანებით პოლიციელები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერები შეთანხმდნენ. მწვანე ფერის ტენტი ისევ საოკუპაციო ძელებთან დარჩა. პატრულირების დროს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები წვიმისა და ქარის დროს ამ ტენტის ქვეშ აფარებდნენ თავს. ატოცში პატრულირება გრძელდებოდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კი ნოემბრის შემდეგ სამუშაოები დროებით შეაჩერეს.