EN

აქცია ფემიციდის წინააღმდეგ

left arrow

2020

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2020 წლის 8 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ორ თვეში რვა ქალის მკვლელობის ამბავი გასაჯაროვდა

ლიდერები, ორგანიზატორი

“ქალთა მოძრაობა”, ბაია პატარაია, ნინო დანელია, ანა სუბელიანი, მარიამ კვარაცხელია

მთავარი მოთხოვნა

ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება

პროტესტის ადრესატი

საზოგადოება, ხელისუფლება

ტრანსპარანტები

დროა, პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ

ცეკვა, მუსიკა

„ქალებს ქალობისთვის სჯიან“, „პატრიარქატი დამნაშავეა“, „დაუსჯელია დამნაშავე“, „დამანშავე ხარ შენ, დამნაშავეა სახელმწიფო, პოლიცია, პროკურორი, სასამართლო, დამნაშავეა მეზობელი, რომელსაც ესმოდა და არ დამიცვა“.

2020 წლის 8 მარტს ქალთა მოძრაობის საპროტესტო აქცია ფემიციდის დასაგმობად გაიმართა. ფემიციდს შეკრებილებმა მწვავე “სოციალური პრობლემა” უწოდეს. მოძრაობის წევრმა ქალებმა ბოლო სტატისტიკაც წარმოადგინეს. 2020 წლის დასაწყისში, მხოლოდ ორ თვეში, ფემიციდს უკვე ჰყავდა რვა მსხვერპლი ქალი. მკვლელობის ფაქტების გარდა, შემაშფოთებელი იყო ქალებზე სხვადასხვაგვარი ძალადობის მაჩვენებელიც. იყო შემთხვევები, როცა ყოფილმა ქმრებმა ყოფილი ცოლები დაჭრეს. 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, აქციის მონაწილეებმა ქალთა ძალადობაზე საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების რეაგირების მოთხოვნით  პერფორმანსი მოაწყვეს. ორგანიზატორების განცხადებით, “დამნაშავეს ყველა სხვაში ხედავს”, არადა, საჭიროა პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს.

Media

ქალების პერფორმანსი ფილარმონიასთან

ქალების პერფორმანსი ფილარმონიასთან

2020 წლის 8 მარტი. ფოტო: ნეტგაზეთი