EN

2020 წლის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად

left arrow

2020

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2020 წლის 1 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე

პროტესტის არეალი

ეროვნული

პროტესტის თემატიკა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში, ციფრული აქტივიზმი, ადგილის დაკავება, პიკეტი

პროტესტის მიზეზი

არჩევნების შედეგები

ლიდერები/ორგანიზატორი

პოლიტიკური პარტიის ლიდერები

მთავარი მოთხოვნა

ახალი არჩევნების ჩატარება

პროტესტის ადრესატი

“მმართველი პარტია “”ქართული ოცნება””
და ცესკო”

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

„ნუ წაგვართმევთ არჩევანს“

პროტესტის შედეგი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის,შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმება შედგა

მნიშვნელოვანი რესურსები

“მთავარი არხი- ოპოზიციის აქცია 1.11.2020
https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=286834459132222

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია [ფოტოები] – ტაბულა
https://tabula.ge/en/news/656832-8-noemberi-aktsiis-darbevis-kronologia-potoebi”

2020 წლის 31 ოქტომბერს თბილისში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 1%-იანი ბარიერით. არჩევნების წინასაწარი შედეგების გამოქვეყნება ცესკო-მ გვიან ღამით დაიწყო. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხმების 48,22%-ით „ქართული ოცნება“ მესამე ვადით დარჩა ხელისუფლებაში. საპარლამენტო უმრავლესობამ ჯამში 90 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ კი – 60. იმ წელს არჩევნები შერეული პრინციპით (120 მაჟორიტარი, 30 – პროპორციული) ჩატარდა და 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. 

1%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ 8 პარტიამ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ („ძალა ერთობაშია“), „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“, „სტრატგია აღმაშენებელმა“, „პატრიოტთა ალიანსმა“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“.

არჩვენებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა შედეგებს გაყალბებულს უწოდებდა და არ აპირებდა პარლამენტში შესვლას.

არჩევნების შედეგების გასაანალიზებლად ოპოზიციური პარტიები 1 ნოემბერს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ. პირველი აქცია „წართმეული არჩევნების“ გასაპროტესტებლად 1 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. სიტყვით გამოსვლების შემდეგ კი აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ დაიძრნენ

აქციები იმართებოდა მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში პარლამენტის შენობასთან და ცესკოსთან, სხვა დიდ ქალაქებშიც: ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისშიც. იმართებოდა მსვლელობებიც. 

კიდევ ერთი აქცია გაიმართა 8 ნოემბერს პარლამენტთან – ოპოზიციამ ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის გადასაყენებლად დრო 20:00 საათამდე მისცა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობის წინ გადაინაცვლეს, სადაც მათ სივრცე რკინის დროებითი ჯებირით შემოსაზღვრული დახვდათ. ცესკო აცხადებდა, რომ დამოუკიცებელი უწყებაა და მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

აქციის მონაწილეთა დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გამოიყენა. თვალი დაუზიანდა აქციის ერთ მონაწილეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ჭავლი „გადაუდებელი აუცილებლობის“ გამო გამოიყენა. იმ დღეს 19 ადამიანი დააკავეს. 

ხელისუფლების მაღალჩინოსნები, პრემიერი-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ დიალოგისთვის.

18 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო: „გაყალბებულია“. საპროტესტო ჯაჭვი-აქცია სპეციალურად დაამთხვიეს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს. მოქალაქეებს, რომლებსაც ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე, რამდენიმე ასეულ მეტრზე ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შექმნილი, ხელში ეჭირათ ცესკოს ოქმების ანალოგი სტიკერები წარწერით „გაყალბებულია” და საქართველოსა და აშშ-ს დროშები. ისინი იდგნენ საგანგებოდ დაკრულ სტიკერებზე ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით.

არჩევნები კოვიდპანდემიის დროს ჩატარდა, რის გამოც შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ და ეს შეზღუდვები მოქმედებდა პროტესტის პერიოდშიც. 1 დეკემბერს აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად ღამე პარლამენტთან გაშლილ კარავში გაათენა. სახალხო დამცველი ამბობდა, რომ შეზღუდვების მიუხედავად, არ იკრძალებოდა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. 

ახალი პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბა. აქციები იმართებოდა მომდევნო დღეებშიც. მათ შორის, მთავრობის დამტკიცების დროს.  4 დეკემბერიდან თელავში კარვები გაშალეს და ხალხი კარვებში რჩებოდა ღამით. „არჩევნების გაყალბება ისჯება კანონით“; „საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ” –- ეწერათ კარავზე.

4 იანვარს მათ მანქანებით მსვლელობაც მოაწყეს გურჯაანში, ყვარელსა და თელავში. სამოქალაქო აქტივისტმა და კარვების აქციის მონაწილემ რამაზ აივაზაშვილმა თქვა, რომ პირველ იანვარს კარავს დაეჯახა ავტომობილი და შიგნით მყოფი ადამიანები შემთხვევით გადარჩნენ. ამ ინცინდენტზე გამოძიების შედეგები უცნობი დარჩა.

20 მარტს ოპოზიციამ თქვა, რომ 15 მაისს დაიწყებოდა უწყვეტი და დიდი აქცია.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ჩერთვნენ. ხანგრძლივი კომუნიკაციის შედეგად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო მონაწილეობით, 2021 წლის 10 აპრილს გაფორმდა შეთანხმება „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც “შარლ მიშელის შეთანხმება”. ხელმომწერები 5 საკითხზე თანხმდებოდნენ:

  1. პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება (იგულისხმებოდა „გავრილოვის ღამის“ საქმეზე დაკავებულთა ამნისტია);
  2. ამბიციური საარჩევნო რეფორმა – 2024 წლის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ორ პროცენტიანი ბარიერით სრულად პროპორციულად, ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრები კი უნდა გამოვლენილიყვნენ პარლამენტის ⅔ მხარდაჭერით;
  3. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა: საქალაქო და სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის გამჭვირველობის გაზრდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გამწესების წესში ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინება. ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც მოსამართლეებს არჩევს, რეფორმის ჩატარება და გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის შეცვლა;
  4. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება – ხუთი კომიტეტიდან ორის თავმჯდომარედ დანიშნულიყო ოპოზიციის წარმომადგენელი;
  5. მომავალი არჩევნები: თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებდა პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წელს დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციულად.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს: „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „რესპუბლიკელებმა“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და რამდენიმე დამოკიდებელმა დეპუტატმა, თუმცა ბარიერგადალახული პარტიებიდან ხელმომწერებს შორის არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოთა ალიანსი“.

შეთანხმების გაფორმებამდე პარლამენტში მხოლოდ ორი ოპოზიციური ჯგუფი შევიდა: „პატრიოტთა ალიანსის“ სიით, ასევე, „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“. დანარჩენი პარტიების წარმომადგენლები, „ევროპული საქართველოს” გარდა, შეთანხმების გაფორმების შემდეგ დათანხმდენენ საპარლამენტო მუშაობას. პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად შევიდნენ დავით ბაქრაძე, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და ტარიელ ნაკაიძე, რომლებსაც დეპუტატის მანდატი მოპოვებული ჰქონდა როგორც  “ევროპული საქართველოს” წევრს. თუმცა რადგან პარტიის გადაწყვეტილებას ბოიკოტის შესახებ არ ეთანხმებოდნენ, პარტია დატოვეს და ამის შემდეგ შევიდნენ პარლამენტში.

შეთანხმების გაფორმებიდან ორ თვეში ცესკოს თავმჯდოამარე თამარ ჟვანია გადადგა.

2021 წლის 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმების შესრულებაზე უარი თქვა, რაც იმით ახსნა, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას ხელს არ აწერდა, პოლარიზაცია ვერ შემცირდებოდა და მითუმეტეს, ვერ დასრულდებოდა.

2 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, “ნაციონალურმა მოძრაობამ” “შარლ მიშელის შეთანხმებას” ხელი მოაწერა. რაც იმით დაასაბუთა, რომ ხელმოწერა ადასტურებდა მზაობას და რწმენას, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებდა. ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევდნენ, რადგან შეთანხმების თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გამართულიყო. თუმცა, ქართულ ოცნებას უკვე ბევრჯერ ჰქონდა ნათქვამი, რომ რიგგარეშე არჩევნები არ გაიმართებოდა. 

საბოლოოდ, თვითმმართველობის არჩევნებში ოთხი მუნიციპალიტეტის გარდა, ყველგან “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. საპარლამენტო არჩევნები დადგენილ ვადაში,  2024 წელს გაიმართა.