EN

ჭიათურელი პედაგოგების გაფიცვა

left arrow

2001

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2001 წლის 22 აპრილი – 6 მაისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა, აქცია

პროტესტის მიზეზი

დაგვიანებული ხელფასი და უშუქობა

ორგანიზატორი

ჭიათურელი პედაგოგები

მთავარი მოთხოვნა

სახელფასო დავალიანების დაფარვა და ელექტროენერგიის მიღება

პროტესტის ადრესატი

ჭიათურის გამგებელი

პროტესტის შედეგი

გამგებელი დავალიანების დაფარვას დაჰპირდა

2001 წლის აპრილში ჭიათურელი პედაგოგების გაფიცვა დაიწყო. ორი კვირის განმავლობაში სკოლებში შეჩერებული იყო სწავლის პროცესი. ისინი გამგეობის შენობასთან იკრიბებოდნენ და კუთვნილ ხელფასებთან ერთად ელექტროენერგიის მიღებასაც ითხოვდნენ. პედაგოგებს უკვე ორი თვე იყო, რაც ხელფასი არ მიეღოთ. მათ პროტესტს ჭიათურ-მანგანუმის თანამშრომლები და სხვა მოსახლეობა შეუერთდა. აქციის მონაწილენი გამგებლისგან პასუხს მოითხოვდნენ. გამგებელი კი მათ უკან “გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესს” ხედავდა, თუმცა დავალიანების დაფარვას მაინც დაჰპირდა.

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა", 7-13 მაისი 2001 წელი

ჭიათურელი პედაგოგების გაფიცვა