EN

წყალტუბოში განსახლებულ დევნილთა პროტესტი

left arrow

1998

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1998 წლის 31 იანვარი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის მიზეზი

უშუქობა, უწყლობა, უფულობა, 300გრ. დაბალი ხარისხის პური და სახედაკარგული სანატორიუმების ცივ ოთახებში ცხოვრება.

პროტესტის ფორმა

პიკეტი

ორგანიზატორი

წყალტუბოში დასახლებული დევნილები აფხაზეთიდან

მთავარი მოთხოვნა

სოციალური პირობების გაუმჯობესება
ნავთის ღუმელებისა და საწვავის მიღება

პროტესტის შედეგი

მომიტინგეებთან მივიდნენ წყალტუბოს მერიის კოორდინატორი ლტოლვილებთან ურთიერთობის საკითხებში რომელიც დაჰპირდა, რომ ახლო მომავალში სიტუაცია გამოსწორდება. მართალია აქციის მონაწილეებმა დანაპირები არ დაიჯერეს, მაგრამ მაინც დაიშალნენ.

1998 წლის იანვარში წყალტუბოში განსახლებულმა აფხაზეთიდან დევნილებმა (იმდროინდელი პრესა მათ ლტოლვილებად მოიხსენიებს) თერნალის დასახლებაში ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს და ავტომანქანების მოძრაობა 10-დან საღამოს 5 საათამდე შეაჩერეს. დაახლოებით 350-400 ადამიანი იყო შეკრებილი. მათი პროტესტის მიზეზი მძიმე სოციალური პირობები გახდა: უშუქობა, უწყლობა, უფულობა, სამასგრამიანი დაბალი ხარისხის პური და სახედაკარგული სანატორიუმების ცივ ოთახებში ცხოვრება.  მათ შეშის ღუმელების დადგმის უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ ითხოვდნენ ნავთის ღუმელებსა და საწვავს.  დევნილები ამბობდნენ, რომ მათთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით სავსე ვაგონი სხვებმა მიისაკუთრეს. მათ განსაკუთრებული აგრესია გამოხატეს თბილისში მოქმედი აფხაზეთის მთავრობისა და მინისტრთა საბჭოს მიმართ. 

მომიტინგეებთან მივიდნენ წყალტუბოს მერიის კოორდინატორი ლტოლვილებთან ურთიერთობის საკითხებში კუხალაშვილი, რომელიც შეეცადა, დევნილები დაერწმუნებინა, რომ ხელისუფლებასაც უჭირს, თუმცა ახლო მომავალში სიტუაცია გამოსწორდება. მართალია აქციის მონაწილეებმა დანაპირები არ დაიჯერეს, მაგრამ მაინც დაიშალნენ. “იმ უბადრუკ ოთახებში რა დაგვრჩენია. სხვა გზა მაინც არ ჩანს – ქუჩაში დავწვებით და ყველას თვალწინ დავიხოცებით, მაინც ბევრი კვდება სიცივითა და შიმშილით. გამოაცხადეთ მერე კურორტი წყალტუბო უბედურების ზონად და ერთი მოზრდილი მიწის ნაკვეთი ჩვენს სასაფლაოდ გამოყავით”, – ციტირებს აქციის მონაწილეს გაზეთი “7 დღე”.

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "7 დღე", 1998 წელი