EN

თბილისის მეხანძრეთა გაფიცვა

left arrow

1992

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

24 თებერვალი, 1992

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის თემა

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა

ორგანიზატორი

თბილისის მეხანძრეები

მთავარი მოთხოვნა

ხელფასების ზრდა
სამუშაო პირობების გაუმჯობესება

პროტესტის ადრესატი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პროტესტის შედეგი

მოთხოვნების დეტალურად განხილვას დაჰპირდნენ.

1992 წლის 24 თებერვალს თბილისის მეხანძრეთა გაფიცვა დაიწყო. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვდნენ. იმ დროისთვის მეხანძრეთა ყოველთვიური ანაზღაურება 300 მანეთი იყო. აწუხებდათ მატერიალური პრობლემებიც, “სადმე ხანძარი გაჩნდეს. ვერ გავალთ. ბენზინი არ გვაქვს და იმიტომ. ჩვენი ნახევარი ხელფასი ამ პრობლემების გადაწყვეტას უნდება”, – ამბობდა ერთ-ერთი მეხანძრე გაზეთ “დრონთან” ინტერვიუში. მეორე კი მეხანძრე კი წუხდა: “როგორც გამსახურდიას რეჟიმი, ისე დროებითი მთავრობა გვიყენებდნენ მიტინგების წყლის ჭავლით დასაშლელად, რის გამოც მომიტინგეთა უკმაყოფილებას ვიწვევდით. როდესაც ასეთ სამსახურზე უარი განვაცხადეთ, ვიღაც უცნობები მოცვივდნენ და ავტომატის ჯერით დაცხრილეს ჩვენი შტაბი. აღარ გვინდა, ვინმემ ძალა დაგვატანოს და ამგვარი საქმეები გვაკეთებინოს. გარდა ამისა, მეხანძრე დაუცველი არ უნდა იყოს. როდესაც ყოფილ პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის საომარი კონფლიქტის დროს მხატვრის სახლში ხანძარს ვაქრობდით, ორივე დაპირისპირებულმა მხარემ ცეცხლი გაგვიხსნა”. 

კიდევ ერთი მეხანძრის თქმით, კი სპეცტანსაცმელიც და სამუშაო ფორმაც არ ჰქონდათ.  “ქუჩაში რომ დავდივართ, რუსის ჯარისკაცებს ვგავართ… უვარგისია ჩვენი სპეცტანსაცმელიც, რომლითაც ცეცხლში შევდივართ. ამას წინათ კანადელი და ამერიკელი მეხანძრეები იყვნენ ჩამოსულები. ჩვენი აღჭურვილობა რომ ნახეს, უზომოდ განცვიფრდნენ, “ამ ფორმით ცეცხლში როგორ შედიხართ, თვითმკვლელები ხომ არ ხართო”, – წუხდა მეხანძრე. 

ვაკის რაიონის სახანძრო სამსახურის შტაბში ცვლის უფროსმა, განაცხადა, რომ ამ გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდეგ მათ შეხვდათ შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე. შეთანხმდნენ იმაზე, რომ 5 მარტს მეხანძრეებთან შეხვედრა გაიმართებოდა და მათ მოთხოვნებს განიხილავდნენ.

Media

მეხანძრეების გაფიცვა 1992 წლის 24 თებერვალს

მეხანძრეების გაფიცვა 1992 წლის 24 თებერვალს

გაზეთი "დრონი" - 24.02.1992