2022 წლის 17-22 იანვარი
თბილისი, რეგიონი
სოციალური პრობლემები
აქცია, გაფიცვა
სოციალურ აგენტებს დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ
სოციალური აგენტები
ხელფასის 100%-იან მატება, სატრანსპორტო დანახარჯების ანაზღაურება, რეგიონებსა და თბილისში დასაქმებული სოციალური აგენტებისთვის ანაზღაურების გათანაბრება, ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულება და პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება
ჯანდაცვის სამინისტრო
“ჩვენ არ ვართ მონები”
“დავიღალეთ პასუხის და მოწყალების ლოდინში”
“ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს”
“გაათანაბრეთ რაიონების ანაზღაურება თბილისთან”
მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულდა. შეთანხმდნენ, რომ სოციალურ აგენტებს ხელფასი 40-60 პროცენტით გაეზრდებათ, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით, გაუმჯობესდება დანამატის წესი და აგენტებს სრულად აუნაზღაურდებათ დეკრეტული შვებულება
2022 წლის 17 იანვარს ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაფიცულმა სოციალური აგენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მიუღებელი ანაზღაურების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებული სოციალური აგენტები. მანამდე ისინი სამზე მეტი წლის განმავლობაში უშედეგოდ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტროსთან ხელფასის 100%-იანი ზრდის მისაღწევად.
აქციის წინა დღეს, 16 იანვარს, გავრცელდა სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას თებერვლიდან 60%-ით გაზრდიდნენ. აქციის მონაწილეები კი ამბობდნენ, რომ ეს შეთავაზება მიუღებელი იყო და შეთანხმებული არ ყოფილა.
ასე გამოვიდოდა, რომ მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდებოდა, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების გამო, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად მიიღებენ 10 ლარს.
“ჩვენ არ ვართ მონები”, “დავიღალეთ პასუხის და მოწყალების ლოდინში” “ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს”, “გაათანაბრეთ რაიონების ანაზღაურება თბილისთან”, – ეწერათ ტრანსპარანტებზე გაფიცულ აგენტებს.
გაფიცული სოციალური აგენტები 20 იანვარს კიდევ შეიკრიბნენ, ამჯერად მთავრობის კანცელარიასთან და ჯანდაცვის მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრა და მისთვის საკუთარი მოთხოვნების გაცნობა მოითხოვეს. მათ სურდათ ხელფასის 100%-იანი მატება, სატრანსპორტო დანახარჯების ანაზღაურება, რეგიონებსა და თბილისში დასაქმებული სოციალური აგენტებისთვის ანაზღაურების გათანაბრება, ანაზღაურებადი დეკრეტულ შვებულება და პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.
სოცაგენტების საპროტესტო აქცია, იგივე მოთხოვნებით გაიმართა ბათუმშიც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან. აქციის მონაწილეების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ აგენტებს არც კი ხვდებოდა და ისე იქცეოდა, თითქოს, პროტესტი არ არსებობდა.
თუმცა, 2022 წლის 22 იანვარს „სოლიდარობის ქსელმა“ გაავრცელა განცხადება, რომ სოციალური აგენტების გაფიცვა მოლაპარაკებით დასრულდა – შეთანხმდნენ, რომ სოციალურ აგენტებს ხელფასი 40-60 პროცენტით გაეზრდებოდათ; რომ მათ უზრუნველყოფდნენ ტრანსპორტით; გაუუმჯობესებდნენ დანამატის წესს და, ასევე, სრულად აუნაზღაურებდნენ დეკრეტულ შვებულებას.
ფოტო: მზია საგანელიძე, "რადიო თავისუფლება"
ფოტო: მზია საგანელიძე, "რადიო თავისუფლება"