EN

“შეჩერდით, ბავშვებს ნუ გვესვრით!”

left arrow

1991

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1991 წლის 13-21 მაისი

პროტესტის გავრცელება

რეგიონი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

მარში

პროტესტის მიზეზი

14 წლის ზაზა კაკაშვილის მკვლელობა

ლიდერები/ორგანიზატორი

გორელი მოსახლეობა

პროტესტის ადრესატი

საბჭოთა ჯარი

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

“მკვლელებო, პასუხს აგებთ”, “შეჩერდით, ბავშვებს ნუ გვესვრით!” “სირცხვილი მკვლელებს”

პროტესტის შედეგი

უშედეგოდ დასრულდა

1991 წლის 13 მაისს ბავშვებს, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ გორის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარისკაცები გამოეკიდნენ და ავტომატებით ცეცხლი დაუშინეს. ამ დროს მოკლეს გორელი მოსწავლე, 14 წლის ზაზა კაკაშვილი. მისი დაკრძალვა საპროტესტო-სამგლოვიარო პროცესიად გადაიქცა. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიმართა სსრკ თავდაცვის მინისტრ დ. იაზოვს და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს ვ. პატრიკეევს და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა.

“ახალგაზრდა ივერიელის” ცნობაში წერია, რომ “9 აპრილის ტრაგედიის ერთ-ერთი “გმირის”, მარშალ იაზოვის ერთგული ჯარისკაცების ავტომატის ტყვიით განგმირული გორელი მოსწავლის ზაზა კაკაშვილის დაკრძალვას სრულიად საქართველო დაესწრო. ნორჩი ფეხბურთელის მხეცურმა მკვლელობამ თხემით ტერფამდე შეძრა ქართველიც და არაქართველიც”. იმავე ცნობაში საბჭოთა ჯარისკაცებს ჟურნალისტი “ბოროტი იმპერიის დამცველებად” მოიხსენიებს. 

გორის #9 სკოლასთან შეკრებილ მრავალათასიან მგლოვიარეებს შორის იყვნენ ზაზა კაკაშვილის კლასელები, რომლებსაც ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილი ტრანსპარანტები ეჭირათ:  “მკვლელებო, პასუხს აგებთ”, “შეჩერდით, ბავშვებს ნუ გვესვრით!” “სირცხვილი მკვლელებს”.

“საქინფორმი” წერს, რომ ამით ახალგაზრდები “პროტესტს უცხადებენ ჯალათებს და უშიშრად ამცნობენ, რომ არასოდეს არ იმსახურებენ მკვლელების გვერდით, საბჭოთა არმიაში…”

Media

ზვიად გამსახურდიას მიმართვა 14 წლის ბავშვის მკვლელობის გამო

ზვიად გამსახურდიას მიმართვა 14 წლის ბავშვის მკვლელობის გამო

გაზეთი "ახალგაზრდა ივერიელი"