EN

საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და თბილისის პოლიციის გაფიცვა

left arrow

1994

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1994 წლის 30 მარტი – 1 აპრილი

გავრცელების არეალი

ეროვნული

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა

პროტესტის მიზეზი

კუპონის გაუფასურება

ორგანიზატორი

რკინიგზის, მეტროსა და თბილისის პოლიციის წარმომადგენლები

მთავარი მოთხოვნა

ხელფასის მანეთებით ან ამერიკული დოლარებით გადახდა,
ხელისუფლებამ დაიცვას “ეროვნული ფულის სიმტკიცე”, ფასების სტაბილურობა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

შესთავაზეს ხელფასის მომატება და ზოგიერთი საქონლის (პროდუქტი, წამლები) იაფად მიწოდება.

1994 წლის  30 მარტიდან გაიფიცა რკინიგზა, მეტრო, თბილისის პოლიცია (ერთი დღით). რკინიგზელები ითხოვდნენ ხელფასის მანეთებით, ან ამერიკული დოლარებით გადახდას. ამასთან  მიაჩნდათ, რომ ერთი საათის მუშაობა 1500 მანეთად ან ერთ დოლარად შეფასებულიყო.  იმ დროისთვის ქართული ფულის ერთეული იყო კუპონი, რომელიც გაუფასურდა.

მეტროს მემანქანეებს არც მანეთი მოუთხოვიათ და არც დოლარი. ისინი ხელისუფლებას სთხოვდნენ დაეცვათ “ეროვნული ფულის სიმტკიცე”, ფასების სტაბილურობა, რაც მათ ოჯახების რჩენის საშუალებას მისცემდა. 

მეტროს მემანქანეებს შესთავაზეს ხელფასის მომატება და ზოგიერთი საქონლის (პროდუქტი, წამლები) იაფ ფასად მიწოდება.  ამის შემდეგ ამუშავდა მეტროც და რკინიგზაც. როგორც გაზეთი “დრონი” წერს, ეს დაპირებები “არაფერსაც არ ნიშნავს, რადგან მიზეზები, რომლებმაც ეს გაფიცვა გამოიწვია, არ აღმოფხვრილა. უფრო მეტიც, ფულის ემისიის ხარჯზე მათთვის ხელფასების მომატება კიდევ უფრო გააუფასურებს კუპონს, რომელზეც უკვე ორი-სამი კვირაა, მწვანილსაც აღარ ყიდიან ბაზარში […] ეს უბედურება ქართულ ფულს მას შემდეგ დაემართა, რაც აგრარულმა ლობიმ სახელმწიფო მეთაურის ხელშეწყობით პარლამენტში 800 მილიარდი ემისიური კრედიტი “გაათრია”. […] კუპონი მოკვდა  და ამან ქვეყანა სოციალური აფეთქების პირას მიიყვანა”, – აღნიშნავს გაზეთი “დრონი” და იქვე ამატებს, რომ სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავეთა ხელფასი დაახლოებით 2.2 დოლარს უტოლდება, რითაც შეუძლებელია არსებობა. “მაშ რა ხდება, რით ირჩენს თავს ეს ხალხი? რით ირჩენენ  თავს მინისტრები, პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფოს მეთაური, პროკურორები, მოსამართლეები და სხვანი – სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფნი? ცხადია, მარცხენა გზებით, მილიციაში ეს მარტივად ხდება – დაიჭერ ქურდს და რომ არ დააპატიმრო, ფულს გამოსძალავ. სხვები სხვაგვარად “ჩალიჩობენ”. […] თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ “ჩალიჩმაისტერები” დაიცავენ კანონს? ასე რომ, ამგვარ საზოგადოებაში კანონის დაცვაზე ოცნებაც კი ზედმეტია. არ შეიძლება სახელმწიფოს საძირკველში ტყუილი იდოს და იმ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს”, – წერს გაზეთი “დრონი”.

Media

ტრანსპორტისა და პოლიციის გაფიცვა 1994 წელს

ტრანსპორტისა და პოლიციის გაფიცვა 1994 წელს

გაზეთი "დრონი" - 31.03-8.04.1994