საქართველოში გამართული პროტესტების ისტორია ასახავს ქვეყნის განვითარებას 1991 წლიდან და თავს უყრის ყველა იმ დიდ თუ პატარა ამბავს, რომელმაც წინააღმდეგობის სურვილი გააჩინა საზოგადოებაში
„ქალებს ქალობისთვის სჯიან“, „პატრიარქატი დამნაშავეა“, „დაუსჯელია დამნაშავე“, „დამანშავე ხარ შენ, დამნაშავეა სახელმწიფო, პოლიცია, პროკურორი, სასამართლო, დამნაშავეა მეზობელი, რომელსაც ესმოდა და არ დამიცვა“.
ქალთა უფლებების მხარდასაჭერი აქცია
2020 წლის 8 მარტს ქალთა მოძრაობის საპროტესტო აქცია ფემიციდის დასაგმობად გაიმართა. ფემიციდს შეკრებილებმა მწვავე “სოციალური პრობლემა” უწოდეს. მოძრაობის წევრმა ქალებმა ბოლო სტატისტიკაც წარმოადგინეს. 2020 წლის დასაწყისში, მხოლოდ ორ თვეში, ფემიციდს უკვე ჰყავდა რვა მსხვერპლი ქალი. მკვლელობის ფაქტების გარდა, შემაშფოთებელი იყო ქალებზე სხვადასხვაგვარი ძალადობის მაჩვენებელიც. იყო შემთხვევები, როცა ყოფილმა ქმრებმა ყოფილი ცოლები დაჭრეს. 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, აქციის მონაწილეებმა ქალთა ძალადობაზე საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების რეაგირების მოთხოვნით პერფორმანსი მოაწყვეს. ორგანიზატორების განცხადებით, “დამნაშავეს ყველა სხვაში ხედავს”, არადა, საჭიროა პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს.