1992 წლის 22 ივნისს საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების შენობაში დაიწყო მრავალშვილიან დედათა აქცია. აქციას ხელმძღვანელობდა დემოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ილია ბეგიაშვილი. შეკრებილები აპროტესტებდნენ სახელმწიფოს საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული დადგენილების შეუსრულებლობას. ამ დოკუმენტის თანახმად, მრავალშვილიან დედებს ურიგოდ უნდა მიეღოთ ბინები; მრავალშვილიანი ოჯახი თავისუფლდებოდა კომუნალური გადასახადისგან. ქალაქში უფასოდ უნდა ემგზავრათ, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე 50-პროცენტიანი ფასდაკლებით უნდა ესარგებლათ.
“მართალია მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან მოდის ჩვენთან ჰუმანიტარული დახმარება, ძირითადად, პროდუქტები, მაგრამ ეს დახმარებაც ვერ აღწევს ხშირად დანიშნულების ადგილამდე. ამიტომ არიან აქციის მონაწილენი საქართველოს საპატრიარქოზე ნაწყენი – რამდენ პროდუქტსაც იქ ვხედავთ, იმის მეათედს არ გვაძლევენო, ამბობენ”, – წერს გაზეთი “დრონი”.
აქციის მონაწილენი ითხოვდნენ დადგენილების ყველა პუნქტის შესრულებას და თბილისის თითოეულ რაიონში სპეციალური მაღაზიის გახსნას, სადაც პროდუქტებს შეღავათიან ფასში იყიდდნენ.
მრავალშვილიან დედათა აქცია 1993 წლის 1 მარტსაც გაიმართა იმავე მოთხოვნებით: