1996 წლის 16 ოქტომბერს ბლოკმა “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველომ” რუსეთის საელჩოსთან მიტინგი გამართა საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნით. მალევე ადგილზე გამოჩნდა პოლიცია, რომელმაც ხალხს ხელკეტები დაუშინა. მიტინგის დარბევის მეორე დღეს კითხვები ჟურნალისტებმა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის, ვახტანგ აბაშიძის მიერ გამართულ ბრიფინგზეც დასვეს. ისინი ითხოვდნენ იმ პირის ვინაობის დასახელებას, რომელმაც მიტინგის ხელკეტებით დარბევის ბრძანება გასცა. თუმცა მათ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.