EN

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების გაფიცვა

left arrow

1995

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1995 წლის 14-15 ივნისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმები

გაფიცვა

ორგანიზატორი

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები

მთავარი მოთხოვნა

ხელფასების გაზრდა, უფასოდ მგზავრობის უფლება,
პროდუქტების ჰუმანიტარული დახმარების გზით შემოსული პროდუქტების მიღება.

პროტესტის ადრესატი

საქართველოს ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომელსაც პრობლემების მოგვარება უნდა ეცადა.

1995 წლის ივნისში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ითხოვდნენ: ხელფასების გაზრდას, უფასოდ მგზავრობის უფლებას და პროდუქტების ჰუმანიტარული დახმარების გზით შემოსული პროდუქტების მიღებას. ბიბლიოთეკის დირექტორის, აკაკი ძიძიგურის თქმით, ეს იყო ერთადერთი გზა მთავრობის ყურადღების მისაქცევად. მანვე აღნიშნა, რომ თუ გაფიცულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ბიბლიოთეკა შეიძლება დაიხუროს.

15 ივნისს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა გაფიცვა დროებით, 1 ივლისამდე შეწყვიტეს, რადგან შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც პრობლემების მოგვარებას შეეცდება.

Media

საგაზეთო ცნობა გაფიცვის შესახებ

საგაზეთო ცნობა გაფიცვის შესახებ

გაზეთი "კვირის პალიტრა", 20-27 ივნისი 1995