EN

დევნილთა შიმშილობის აქცია

left arrow

2000

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2000 წლის 4 აპრილი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

მძიმე სოციალური პირობები

ორგანიზატორი

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი პოლიტიკური ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭო

მთავარი მოთხოვნა

სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად დევნილებისთვის დაპირებული მილიონი ლარის მიღება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია

2000 წლის აპრილის დასაწყისში აფხაზეთის მთავრობის შენობის წინ დევნილებმა შიმშილობა გამოაცხადეს, ისინი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად დაპირებულ მილიონ ლარს ითხოვდნენ. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი პოლიტიკური ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ მიქელაძე ამბობდა, რომ ასე ცდილობენ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და სხვათა ყურადღების მიპყრობას. მათი თქმით, თუ პრეზიდენტი გარანტიას მისცემდა, რომ ერთ თვეში მიიღებდნენ შეპირებულ თანხას, მაშინ პროტესტს დაასრულებდნენ. რამდენ ხანს გაგრძელდა დევნილთა შიმშილობის აქცია, პრესაში არ ჩანს.

“გამუდმებული გაჭირვება, ფულადი შემწეობის დაგვიანება, აუტანელი საცხოვრებელი პირობები – მართლაც ყოველდღიური დაუნდობელი ბრძოლაა გადარჩენისთვის, მაგრამ ამით ვერავის გააკვირვებ (!) და არც ეს არის გასაკვირი დღევანდელ საქართველოში”, – წერს გაზეთი “7 დღე” დევნილთა შიმშილობის აქციის გაშუქებისას და აგრძელებს – “რამდენიმე დღეში პრეზიდენტის არჩევნები იმართება, მართალია, ბატონი ჯემალი ამბობს, ამ მოვლენასთან ჩვენ რა ხელი გვაქვსო, მაგრამ მაინც ბევრს აღუძრავს ეჭვს, რომ აქცია იმართება სხვადასხვა ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ, 9 აპრილს დესტაბილიზაციის ვითარებას შექმნან”. 

გაზეთი წერს, რომ მაშინ, როდესაც 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულები სოციალურ დახმარებებს ვერ იღებენ და სოხუმში მოკლული პარტიზანი მამუკა ანთიას გადმოსვენების და დასაფლავების დღეებია, უხერხულია მილიონი ლარის მოთხოვნა, თუმცა ამავე სტატიის დასასრულს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მილიონი ლარის გამოძებნა კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება “ამით პრეზიდენტი არჩევნების წინა დღეებში დამატებით ქულებსაც ჩაიწერდა”.

Media

დევნილების აქცია

დევნილების აქცია

გაზეთი "7 დღე", 2000 წელი.