EN

ბორჯომელების პროტესტი უშუქობის გამო

left arrow

1998

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1998 წლის 29 სექტემბერი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

პიკეტი

პროტესტის მიზეზი

ელექტროენერგია გრაფიკითაც აღარ მიეწოდებოდათ

ორგანიზატორი

ბორჯომის მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

ელექტროენერგიის მიწოდება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

შუქი ჩართეს, რის შემდეგაც გადაკეტილი გზები გაიხსნა.

1998 წლის 29 სექტემბერს ბორჯომ-ქალაქის დღესასწაულის შემდეგ, რომელიც ცენტრიდან ჩასული სტუმრების ნადიმით აღინიშნა,  ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს – საღამოს 7 საათზე სატვირთო მანქანებით გადაკეტეს ქალაქის შესასვლელ-გასასვლელები. ბორჯომელების პროტესტი უშუქობის გამო დაიწყო. ქალაქს გრაფიკითაც კი აღარ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ადგილობრივები პრობლემის გამწვავებას უკავშირებდნენ რჩეულიშვილის მიერ ჩითახევჰესის ყიდვას. ბორჯომელების თქმით, რჩეულიშვილს მათთვის ულტიმატუმიც წაუყენებია – “მომცემთ ხმებს, მოგცემთ შუქს”, – წერს გაზეთი “დრონი”.

გზების გადაკეტვამ მანქანების დიდი საცობი გამოიწვია, რასაც მძღოლების აღშფოთება მოჰყვა. ბორჯომში შუქი საღამოს 10 საათისთვის ჩართეს. გაზეთის ცნობით, “ქალაქის გაჩირაღდნებას აქციონერები” სტვენით, უნებლიე თანააქციონერები კი მანქანების გამაყრუებელი სიგნალებით შეხვდნენ”. მოძრაობა აღდგა.

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "7 დღე", 1998 წელი