EN

აქცია “მართლმსაჯულება გარდაიცვალა”

left arrow

1998

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1998 წლის 10 ნოემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ლიდერები,ორგანიზატორი

თავისუფლების ინსტიტუტი
გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი

მთავარი მოთხოვნა

გადადგნენ მოსამართლეები ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი და ზაურ ჯინჯოლავა

პროტესტის ადრესატი

საკონსტიტუციო სასამართლო

ტრანსპარანტები

ძირს კანონს ამოფარებული უსამართლობა! კონსტიტუცია მოსამართლეებზე მაღლა დგას! ვგმობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას! რევანშს არ დავუშვებთ! ბოლო მოეღოს კორუფციას სასამართლოებში

შეძახილები

გა-და-დე-ქი!

ვიზუალური ელემენტები

კუბო, სასტვენები, თეთრი ხალათები

პროტესტის შედეგი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი შეხვდა აქციის მონაწილეებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ. აქცია დაიშალა.

1998 წლის 10 ნოემბერს “თავისუფლების ინსტიტუტმა” აქცია-პერფორმანსი გამართა და ამ ფორმით გააპროტესტა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება (N2/80-9) საქმეზე “ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. მომჩივანი იყო მოსამართლე, რომელიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ასაჩივრებდა. მისი საჩივარი დააკმაყოფილა მოსამართლეთა კოლეგიამ შემდეგი შემადგენლობით: გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი და ზაურ ჯინჯოლავა.

თავისუფლების ინსტიტუტი მიიჩნევდა, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოში მართლმსაჯულება გარდაიცვალა. ორგანიზაციის წევრებმა პარლამენტთან მიიტანეს შავი კუბო წარწერით “მართლმსაჯულება”. გადაიცვეს ტილოს მანტიები და პარლამენტიდან კუბო საკონსტიტუციო სასამართლოსკენ სასტვენების ხმის ფონზე გადაასვენეს. “ძირს კანონს ამოფარებული უსამართლობა!”, “კონსტიტუცია მოსამართლეებზე მაღლა დგას!”, “ვგმობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას!” “რევანშს არ დავუშვებთ!” “ბოლო მოეღოს კორუფციას სასამართლოებში” – ეწერა ტრანსპარანტებზე. 

საკონსტიტუციო სასამართლოსთან მისულები ყვიროდნენ “გა-და-დე-ქით!”. ისინი საქმის განმხილველი მოსამართლეების გადადგომას ითხოვდნენ. “ჩვენ იმ სამი მოსამართლის წინააღმდეგი ვართ, რომლებმაც სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს, რომლებმაც დასაწყისშივე შეაჩერეს რეფორმა. სწორედ ამ რეფორმების წყალობით უფრო კარგად გვიყურებდნენ დასავლეთში; დაწყებული რეფორმები დემოკრატიული სახელმწიფოს იერს აძლევს საქართველოს”, – უთხრა გაზეთ “7 დღეს” აქციის მონაწილე ფრიდონ საყვარელიძემ, კონსტიტუციის დაცვის ლიგის წარმომადგენელმა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილმა “თავისუფლების ინსტიტუტის” ორი წარმომადგენელი გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი კაბინეტში მიიწვია. იქიდან გამოსულებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. აქცია დაიშალა.

Media

კუბო აქციაზე

კუბო აქციაზე

ფოტო: გაზეთი "7 დღე", 1998 წელი

თავისუფლების ინსტიტუტის აქცია

თავისუფლების ინსტიტუტის აქცია

ფოტო: გაზეთი "7 დღე", 1998 წელი